Thursday, May 10, 2012

ბიბლიოგრაფია_EBSCO


Reference List
CANFORA G, DI PENTA M, CERULO L. Achievements and Challenges in Software Reverse Engineering. Communications Of The ACM [serial online]. April 2011;54(4):142-151. Available from: Academic Search Premier, Ipswich, MA. Accessed May 10, 2012.

Thursday, April 26, 2012



ხარისხის უზრუნველყოფა უმაღლესი განათლების გარე ხარისხის უზრუნველყოფა ხორციელდება აკრედიტაციის გზით. აკრედიტაციას ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ აკრედიტებული და ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები

უმაღლესი განათლების საფეხურები საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა შედგება სამი საფეხურისაგან: პირველი საფეხური - ბაკალავრიატი (240 კრედიტი) მეორე საფეხური - მაგისტრატურა (120 კრედიტი) მესამე საფეხური - დოქტორანტურა (180 კრედიტი) პირველი საფეხურის ფარგლებში არსებობს დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამა (120 -180 კრედიტი). ამასთან, სამედიცინო, სტომატოლოგიური და ვეტერინარიული განათლება (300-360 კრედიტი) არის ინტეგრირებული განათლება და თავისი სწავლის შედეგებით უთანაბრდება მაგისტრატურას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეები საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებია: კოლეჯი, სასწავლო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტი. კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პირველი საფეხურის, ბაკალავრიატის, საგანმანათლებლო პროგრამას და ასევე პირველი საფეხურის ფარგლებში არსებული კვალიფიკაციის, დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამას. სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორცილებს მეორე საფეხურის – მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრას უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს;