Thursday, April 26, 2012


უმაღლესი განათლების საფეხურები საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა შედგება სამი საფეხურისაგან: პირველი საფეხური - ბაკალავრიატი (240 კრედიტი) მეორე საფეხური - მაგისტრატურა (120 კრედიტი) მესამე საფეხური - დოქტორანტურა (180 კრედიტი) პირველი საფეხურის ფარგლებში არსებობს დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამა (120 -180 კრედიტი). ამასთან, სამედიცინო, სტომატოლოგიური და ვეტერინარიული განათლება (300-360 კრედიტი) არის ინტეგრირებული განათლება და თავისი სწავლის შედეგებით უთანაბრდება მაგისტრატურას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეები საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებია: კოლეჯი, სასწავლო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტი. კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პირველი საფეხურის, ბაკალავრიატის, საგანმანათლებლო პროგრამას და ასევე პირველი საფეხურის ფარგლებში არსებული კვალიფიკაციის, დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამას. სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორცილებს მეორე საფეხურის – მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრას უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს;

No comments:

Post a Comment